# 498 სამედიცინო დახმარება
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობის შეფასების მიზნით უპირველესად საჭიროა:
1 მხოლოდ ცნობიერების შემოწმება
2 მხოლოდ სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი
3 როგორც სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი, ასევე საძილე არტერიაზე პულსაციისა და ცნობიერების შემოწმება
4 მხოლოდ საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება
# 499 გაჩერება დგომა
სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან, თუ ეს აბრკოლებს სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:
1 15 მეტრზე ახლოს
2 25 მეტრზე ახლოს
3 30 მეტრზე ახლოს
4
# 500 სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას უნდა:
1 დამწვარი ზედაპირი გადავურეცხოთ ცივი წყლით, დავუმუშაოთ იოდის ხსნარით, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, შევუხვიოთ ბინტით
2 გავუხსნათ ბუშტები, გავუსუფთაოთ დამწვარი ზედაპირი ტანსაცმლის ნარჩენებიდან, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, დაშავებულს დავალევინოთ წყალი
3 ბუშტები არ გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი
4
# 501 გაჩერება დგომა
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება იმ ესტაკადების, ხიდებისა და გზაგამტარების ქვეშ, სადაც არარსებობს გაჩერებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები?
1 აკრძალულია, მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონაზე მეტია
2 აკრძალულია
3 არ არის აკრძალული
4
# 503 საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი
ბილეთი #503
რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1 მხოლოდ ქვეითების მიმართ
2 მხოლოდ ველოსიპედის მძღოლის მიმართ
3 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
4 როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ
# 504 გზაჯვარედინის გავლა
ბილეთი #504
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1 ჯერ უნდა გაიაროს მოპედმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
2 ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მოპედმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
3 ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოპედმა
4
# 505 სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა ჩაუტარდეს:
1 მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
2 მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
3 როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი
4
# 506 გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
ბილეთი #506
ისრით ნაჩვენები რომელი მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში დაარღვევს მოპედის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს?
1 მხოლოდ A მიმართულებით
2 როგორც A, ასევე B მიმართულებით
3 მხოლოდ B მიმართულებით
4
# 507 გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
ბილეთი #507
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1 მხოლოდ ველოსიპედის მძღოლს
2 მხოლოდ მოპედის მძღოლს
3 ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
4 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
# 508 გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
ბილეთი #508
ეკრძალება თუ არა მოპედის მძღოლს 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა ისრის მიმართულებით?
1 ეკრძალება
2 არ ეკრძალება
3
4