# 135 უწესივრობა და მართვის პირობები
საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს:
1 მხოლოდ კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა
2 მხოლოდ დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები
3 როგორც კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა, ასევე დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები
4
# 829 უწესივრობა და მართვის პირობები
დღე-ღამის ბნელ დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახლო და შორი განათების ფარების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის (ჩაქრობის) შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება:
1 იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება
2 ნებისმიერ გზაზე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასზე ხელოვნური განათება
3 მოძრაობა ხელოვნურად განათებულ ორმხრივმოძრაობიან გზაზე
4
# 846 უწესივრობა და მართვის პირობები
დასაშვებია თუ არა მსვლელობით მიმავალ ქვეითთა ჯგუფის სავალ ნაწილზე გადაადგილება?
1 დასაშვებია, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ოთხი კაცისა
2 დასაშვებია, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ორი კაცისა
3 დაუშვებელია
4
# 848 უწესივრობა და მართვის პირობები
აქვს თუ არა უფლება ქვეითს სავალ ნაწილზე გადასვლისას გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინა მხრიდან?
1 არა აქვს უფლება
2 აქვს უფლება, თუ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში
3 აქვს უფლება მხოლოდ ცალმხრივმოძრაობიან გზებზე
4
# 940 უწესივრობა და მართვის პირობები
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, მოტოციკლის ხელით გადამყვანმა პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
1 სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
2 სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
3 ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
4
# 999 უწესივრობა და მართვის პირობები
ბილეთი #999
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია მკვრივი საფარის მქონე გვერდულზე. დაარღვევს თუ არა იგი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში არ ჩართავს საგაბარიტო სინათლეებს?
1 დაარღვევს
2 არ დაარღვევს
3
4
# 1000 უწესივრობა და მართვის პირობები
ბილეთი #1000
აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ დღე-ღამის ბნელ დროს მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა უკანა საგაბარიტო სინათლეები?
1 აქვს უფლება
2 არ აქვს უფლება
3
4
# 1001 უწესივრობა და მართვის პირობები
ბილეთი #1001
არღვევს თუ არა მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სურათზე მითითებულ ადგილას ავტომანქანა გაჩერებულია გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად?
1 არღვევს
2 არ არღვევს
3
4
# 1069 უწესივრობა და მართვის პირობები
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1 არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი
2 დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად ჩამქრალია ახლო და შორი განათების ფარები (ან მათ გარეშე) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეები იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა
3 მინის მწმენდები არ მუშაობენ დადგენილ რეჟიმში
4 დარღვეულია კვების სისტემის ჰერმეტულობა
# 1484 უწესივრობა და მართვის პირობები
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
1 მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება
2 მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება
3 მხოლოდ საბურავების გადახურება
4 როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება