# 1649 შუქნიშნის სიგნალები
თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა:
1 გაზარდოს სიჩქარე და თვალყური ადევნოს შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს
2 გააგრძელოს მოძრაობა ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად
3 გაზარდოს სიჩქარე, თუნდაც იგი აჭარბებდეს ნებადართული სიჩქარის ზღვარს, რათა მოასწროს გზის აღნიშნული მონაკვეთის შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქი სიგნალის ჩართვამდე გავლა
4
# 1659 მოძრაობის უსაფრთხოება
მოტოციკლის მძღოლის მიერ მკვეთრი ფერების ტასაცმლით სარგებლობის შემთხვევაში:
1 იგი უკეთესად შესამჩნევი ხდება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის
2 იგი არ არის ვალდებული დღის ნათელ დროს გზაზე მოძრაობისას მოტოციკლზე წინ ჩართული ქონდეს ახლო განათების ფარა
3 იგი არ არის ვალდებული გადაადგილებისას გამოიყენოს მოტოჩაფხუტი
4
# 1660 მოძრაობის უსაფრთხოება
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1 ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
2 განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
3 შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
4
# 1696 მოძრაობის უსაფრთხოება
რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?
1 დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
2 დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
3 აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
4
# 1697 მოძრაობის უსაფრთხოება
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:
1 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
2 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
3 ისე, როგორც რეალურადაა
4
# 1698 გზაჯვარედინის გავლა
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1 მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში
2 მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემდეგ
3 სიჩქარის შეუცვლელად, მიუხედავად გადასასვლელზე არსებული სიტუაციისა
4
# 1731 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მოტოჩაფხუტზე ბზარის გაჩენის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:
1 მოტოჩაფხუტის ქვეშ დაიხუროს ნაჭრის ქუდი
2 ბზარი დააწებოს და მოტოჩაფხუტი გადაღებოს
3 შეიძინოს ახალი მოტოჩაფხუტი, რადგან ძველი ვეღარ უზრუნველყოფს დაცვას
4
# 1732 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
გზაზე მყოფ ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოტოციკლის მძღოლმა უნდა:
1 გაითვალისწინოს რომ ყველა ძაღლს ეშინია მოძრავი სატრანსპორტო საშუალების, რის გამოც იგი აგრესიას არ გამოამჟღავნებს
2 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით
3
4
# 1733 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
ასფალტის საფარის მქონე გზიდან ღორღიან გზაზე გასვლისას, მოტოციკლის მძღოლმა უნდა:
1 შეწყვიტოს მოძრაობა, რადგან ღორღიან გზაზე აკრძალულია მოტოციკლით მოძრაობა
2 გაზარდოს მოძრაობის სიჩქარე, რათა ნაკლებად საგრძნობი გახდეს გზის საფარის გავლენა საჭეზე
3 შეარჩიოს შესაბამისი მოძრაობის სიჩქარე და მოერიდოს მკვეთრ მოძრაობებს
4
# 1735 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მოტოციკლის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
1 მხოლოდ პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა
2 მხოლოდ მოტოციკლის მართვადობის გაუარესება
3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
4