# 1379
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:
1
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
2
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3
აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
# 1381
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?
1
მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე
2
მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე
3
მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე
# 1426
მოძრაობის უსაფრთხოება
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის როგორი სტილი უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ ხარჯს?
1
მდორე აჩქარება მკვეთრი შენელებით
2
ხშირი და მკვეთრი აჩქარება მდორე შენელებით
3
მდორე აჩქარება მდორე შენელებით
4
# 1428
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს:
1
საჭით მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა
2
სამუხრუჭე სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება
3
სამუხრუჭო მანძილის შემცირება
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
# 1475
მოძრაობის უსაფრთხოება
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი გვერდითი ინტერვალის გაზრდა?
1
მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
2
მხოლოდ გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
3
მხოლოდ სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 1484
უწესივრობა და მართვის პირობები
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
1
მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება
2
მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება
3
მხოლოდ საბურავების გადახურება
4
როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება
# 1572
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:
1
მხედველობის პირობებს
2
მოცემულ გზის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ მოთხოვნებს
3
თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობას
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება გასათვალისწინებელი არ არის
# 1577
მოძრაობის უსაფრთხოება
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:
1
უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
2
უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
3
4
# 1579
მოძრაობის უსაფრთხოება
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს:
1
უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეშია
2
უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია
3
როგორც სინამდვილეშია
4
# 1586
სამედიცინო დახმარება
რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
2
მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
3
როგორც ავტობუსის მძღოლის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
4