# 1007
სპეციალური სიგნალის გამოყენება
მძღოლს, რომელსაც სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს, თუ:
1
ჩართული აქვს ახლო განათების ფარები
2
უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას
3
ავტომობილზე დამაგრებულია დროებითი საგზაო ნიშნები
4
# 1008
სპეციალური სიგნალის გამოყენება
სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი გამოიყენება:
1
საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მოსაპოვებლად
2
ყურადღების მისაპყრობად, მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის
3
4
# 1009
სპეციალური სიგნალის გამოყენება
სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალების დაყენება, ასევე ავტომანქანებისთვის სპეციალური შეფერილობის მიცემა, ხორციელდება:
1
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად
2
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად
3
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად
4
# 1011
სამედიცინო დახმარება
არტერიული სისხლდენის დროს სიცოცხლისათვის საშიში სისხლის რაოდენობა შეიძლება დაიკარგოს:
1
2-5 წთ-ის განმავლობაში
2
5-10 წთ-ის განმავლობაში
3
10-15 წთ-ის შემდეგ
4
# 1013
სპეციალური სიგნალის გამოყენება
ჩართული ახლო განათების ფარებით სატვირთო ავტომობილს მიაცილებს ოპერატიული სამსახურის ავტომობილი, ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებით. რომელი ავტომობილის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ავტობუსის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში შუქნიშნის ამ სიგნალზე?
1
არცერთი ავტომობილის მძღოლის მიმართ
2
მხოლოდ ოპერატიული ავტომობილის მძღოლის მიმართ
3
როგორც ოპერატიული სამსახურის, ასევე სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ
4
# 1014
სპეციალური სიგნალის გამოყენება
რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?
1
მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
2
მხოლოდ მარჯვნივ
3
ყველა მიმართულებით
4
მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
# 1015
სპეციალური სიგნალის გამოყენება
ვალდებულია თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს, თუ ავტომობილზე ჩართული არ არის ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
1
ვალდებულია
2
არ არის ვალდებული
3
4
# 1016
სპეციალური სიგნალის გამოყენება
ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები. წითელი ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:
1
გაატარებს ყვითელ ავტომობილს და გადავა მარჯვნივ მდებარე ზოლში
2
არ დაუთმობს გზას ყვითელ ავტომობილს და გადავა მარჯვნივ მდებარე ზოლში
3
გააგრძელებს მოძრაობას დაკავებულ ზოლში
4
# 1017
სპეციალური სიგნალის გამოყენება
ოპერატიული სამსახურის ავტომობილი გაჩერებულია ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა უნდა იმოძრაოს არა უმეტეს:
1
90 კმ/სთ სიჩქარით
2
70 კმ/სთ სიჩქარით
3
იმ სიჩქარით, რომლითაც აუცილებლობის შემთხვევაში ავტომობილის დაუყონებლივ გაჩერების შესაძლებლობა ექნება
4
# 1018
სპეციალური სიგნალის გამოყენება
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერატიულ ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
1
ჯერ უნდა გაიაროს რუხმა მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა
2
ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, ბოლოს - რუხმა მსუბუქმა ავტომობილმა
3
ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, შემდეგ - რუხმა მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა
4