# 864
მოძრაობის უსაფრთხოება
სველი ზედაპირის მქონე გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა
2
მუხრუჭის მკვეთრი გამოყენება ამცირებს სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობას
3
მოსახვევში შესვლისას სატრანსპორტო საშუალების მოცურების საშიშროების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია სიჩქარის შემცირება მუხრუჭის მკვეთრი გამოყენებით
4
# 865
მოძრაობის უსაფრთხოება
სატრანსპორო საშულების მოცურების საშიშროება უფრო მაღალია:
1
წვიმის დასაწყისში
2
წვიმის პერიოდში, მისი დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ
3
წვიმის დასრულების შემდეგ
4
# 866
მოძრაობის უსაფრთხოება
წვიმიან ამინდში მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს:
1
ტვირთის გადამზიდავი ავტომობილების მიმართ, რადგან მაღალია ავტომობილის ძარიდან ტვირთის გზაზე გადმოვარდნის საშიშროება
2
ქვეითთა მიმართ, რადგან ქვეითთა შესაძლო სიჩქარის გამო შეიძლება შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია
3
ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მიმართ
4
# 868
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
12 წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა ნებადართულია:
1
მსუბუქ ავტომობილის წინა სავარძლით
2
მოპედით
3
მოტოციკლით
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი არ არის სწორი
# 871
სამედიცინო დახმარება
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურების დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ ჭრილობის:
1
ადგილის ზემოთ
2
ადგილის ქვემოთ
3
ადგილზე
4
# 872
სამედიცინო დახმარება
არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ფეხის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა:
1
დაშავებული ფეხის მთელ სიგრძეზე დავადოთ ბინტის სახვევი
2
დაშავებული და ჯანმრთელი ფეხი დავუმაგროთ ერთმანეთს ბინტის სახვევის გამოყენებით, ამასთან აუცილებელია ფეხებს შორის ჩავუდოთ რბილი ქსოვილი
3
4
# 874
მოძრაობის უსაფრთხოება
თუ მძღოლი სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს უნდა შეასრულოს:
1
მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები
2
ნებიმიერი სიჩქარით, ვინაიდან გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითების მიმართ სარგებლობს პრიორიტეტით
3
მხოლოდ მაღალი სიჩქარით, რათა დროულად გაიაროს გზის აღნიშნული მონაკვეთი
4
# 875
მარეგულირებლის სიგნალები
თუ ქვეითთა გადასასვლელების მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა რეგულირდება მარეგულირებლის მეშვეობით, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლები უნდა გაჩერდნენ:
1
მარეგულირებელის წინ
2
ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან
3
საპირიპირო მიმართულების ზოლზე
4
# 876
საგზაო მონიშვნა
თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას:
1
უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს ქვეითთა გადასავლელი შეუჩერებლად
2
როგორც ქვეითების მიმართ უპირატესობის მქონემ, უფლება აქვს გაიაროს ქვეითთა გადასასვლელი ნებისმიერი სიჩქარით
3
სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები
4
# 877
საგზაო მონიშვნა
მძღოლებმა, რომლებიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებენ, უნდა:
1
შეამცირონ სიჩქარე და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების უსაფრთხო ჩასხდომის ან გადმოსხდომის შესაძლებლობა
2
გაზარდონ სიჩქარე, რათა სწრაფად გაიარონ და არ შეაფერხონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესი
3
გაჩერდნენ გვერდულასთან და არ დაიძრან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაგრძელებამდე
4