# 839
მოძრაობის უსაფრთხოება
გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
მიზანშეწონილია გუბეში გავლისას სიჩქარის გაზრდა
2
გართულებულია სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება, ამასთან, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა
3
მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება
4
# 840
მოძრაობის უსაფრთხოება
თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია:
1
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მომატება
2
კოფეინის შემცველი სითხის მიღება
3
სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, შესაძლებლობის შემთხვევაში საჭესთან სხვა მძღოლის დასმა
4
# 841
მოძრაობის უსაფრთხოება
თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან:
1
უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება
2
ორი გაბმული და ერთი მოკლე ხმოვანი სიგნალის მიცემით უნდა მოუწოდოს აგრესიულ მძღოლს სიმშვიდისაკენ
3
თვითონაც უნდა გამოიჩინოს აგრესიულობა
4
# 842
მოძრაობის უსაფრთხოება
დიდი ხნის განმავლობაში მაღალი სიჩქარით სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა იწვევს:
1
სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო სისტემის მწყობრიდან გამოსვლას
2
მძღოლის კონცენტრაციისა და მაღალი სიჩქარის შეგრძნების დაქვეითებას
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებას
4
# 843
მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს:
1
აგრესიულად, როგორც უპირატესმა გზაზე
2
მშვიდად, თუმცა უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე
3
მშვიდად და არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას, არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე
4
# 846
უწესივრობა და მართვის პირობები
დასაშვებია თუ არა მსვლელობით მიმავალ ქვეითთა ჯგუფის სავალ ნაწილზე გადაადგილება?
1
დასაშვებია, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ოთხი კაცისა
2
დასაშვებია, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ორი კაცისა
3
დაუშვებელია
4
# 848
უწესივრობა და მართვის პირობები
აქვს თუ არა უფლება ქვეითს სავალ ნაწილზე გადასვლისას გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინა მხრიდან?
1
არა აქვს უფლება
2
აქვს უფლება, თუ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში
3
აქვს უფლება მხოლოდ ცალმხრივმოძრაობიან გზებზე
4
# 850
მოძრაობის უსაფრთხოება
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირის მიერ, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?
1
დასაშვებია
2
არ არის დასაშვები
3
4
# 851
მოძრაობის უსაფრთხოება
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირის მიერ, რომელსაც ფსიქოტროპული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?
1
დასაშვებია
2
არ არის დასაშვები
3
4
# 852
მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირისათვის, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?
1
აკრძალულია
2
არ არის აკრძალული
3
4