# 866
მოძრაობის უსაფრთხოება
წვიმიან ამინდში მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს:
1
ტვირთის გადამზიდავი ავტომობილების მიმართ, რადგან მაღალია ავტომობილის ძარიდან ტვირთის გზაზე გადმოვარდნის საშიშროება
2
ქვეითთა მიმართ, რადგან ქვეითთა შესაძლო სიჩქარის გამო შეიძლება შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია
3
ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მიმართ
4
# 874
მოძრაობის უსაფრთხოება
თუ მძღოლი სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს უნდა შეასრულოს:
1
მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები
2
ნებიმიერი სიჩქარით, ვინაიდან გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითების მიმართ სარგებლობს პრიორიტეტით
3
მხოლოდ მაღალი სიჩქარით, რათა დროულად გაიაროს გზის აღნიშნული მონაკვეთი
4
# 953
მოძრაობის უსაფრთხოება
აქვს თუ არა უფლება მძღოლს განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე, მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება?
1
აქვს უფლება, ვინაიდან საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით აკრძალულია მხოლოდ ნებადართული მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება
2
აქვს უფლება, თუ იგი მოძრაობს უკიდურეს მარჯვენა მოძრაობის ზოლში
3
არა აქვს უფლება
4
# 956
მოძრაობის უსაფრთხოება
თუ საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესაბამისად მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მან გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა უნდა გამოხატოს ნათლად:
1
სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით
2
ხმოვანი ან მაშუქი სიგნალის მიცემით
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედებით
4
# 978
მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ მოქმედებს ალკოჰოლო მძღოლის რეაქციაზე?
1
გავლენას არ ახდენს რეაქციაზე
2
ამცირებს რეაქციის დროს
3
ზრდის რეაქციის დროს
4
# 1055
მოძრაობის უსაფრთხოება
ახდენს თუ არა გავლენას მოძრაობის უსაფრთხოებაზე მძღოლის ემოციური მდგომარეობა?
1
დიახ, ახდენს
2
არ ახდენს
3
4
# 1061
მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ მოქმედებს მძღოლის გადაღლილობა მის ყურადღებასა და რეაქციაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისას?
1
ყურადღება ქვეითდება, რეაქციის დრო იზრდება
2
ყურადღება ქვეითდება, რეაქციის დრო მცირდება
3
არ იცვლება ყურადღება და არც რეაქციის დრო
4
# 1066
მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა:
1
მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას
2
კვების სისტემის ჰერმეტულობის დარღვევისას
3
მაყუჩის გაუმართაობისას
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
# 1067
მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს და უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა:
1
მხოლოდ მგზავრობის დაწყებამდე
2
მგზავრობის დაწყებამდე და მგზავრობისას
3
მხოლოდ მგზავრობისას
4
# 1286
მოძრაობის უსაფრთხოება
დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:
1
უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
2
უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
3
ისე, როგორც რეალურადაა
4