# 814
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
გზაზე გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი -„ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ვალდებულია:
1
მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს შეუჩერებლივ
2
გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და არ დაძრას იგი, სანამ აღნიშნული ავტობუსი არ გააგრძელებს მოძრაობას
3
გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებას
4
# 815
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
ვალდებულია თუ არა გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, გზა დაუთმოს თეთრი ფერის ხელჯოხით მოძრავ უსინათლო ქვეითს, რომელიც კვეთს სავალ ნაწილს?
1
ვალდებულია ყველა შემთხვევაში
2
ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
3
არ არის ვალდებული
4
# 816
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
რა შემთხვევაშია ვალდებული მძღოლი, გზა დაუთმოს გამყოლ ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს?
1
ვალდებულია ყველა შემთხვევაში
2
ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
3
ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
4
# 819
მოძრაობის უსაფრთხოება
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფაქტორი არ ახდენს ზეგავლენას მძღოლის მოქმედებაზე?
1
უძილობა
2
დაღლილობა
3
ალკოჰოლის მიღება
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი არ არის სწორი
# 820
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
ჩართული გარე სანათი ხელსაწყოების ან ღია კარების მქონე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების გასწვრივ მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:
1
მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაზარდოს სიჩქარე
2
გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება
3
შეამციროს სიჩქარე და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია, რათა გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების უეცარი დაძვრის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს საფრთხის თავიდან აცილება
4
# 821
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
არის თუ არა ვადებული მძღოლი, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ქვეითი ბავშვების, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ?
1
ვალდებულია
2
არ არის ვალდებული
3
4
# 823
მოძრაობის უსაფრთხოება
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა?
1
დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში
2
დასაშვებია, თუ იგი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
3
დასაშვებია, თუ ერთი ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
4
# 825
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
აქვს თუ არა უფლება მოტოციკლის მძღოლს გზაზე იმოძრაოს ისე, რომ მისი სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ერთი თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს?
1
აქვს უფლება ნებისმიერ შემთხვევაში
2
აქვს უფლება მხოლოდ დაუსახლებულ პუნქტებში
3
არა აქვს უფლება
4
# 826
ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
სამთვლიანი მოპედის მძღოლმა გზაზე ისე უნდა იმოძრაოს, რომ მისი სატრანსპორტო საშუალების:
1
ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს
2
ერთი თვალი მაინც ეხებოდეს გზის ზედაპირს
3
ორი თვალი მაინც ეხებოდეს გზის ზედაპირს
4
# 827
მოძრაობის უსაფრთხოება
ქვემოდ ჩამოთვლილი რომელი უწესრიგობის დროს ეკრძალება მძღოლს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?
1
მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გაუმართაობის დროს
2
მხოლოდ საჭის მექანიზმის გაუმართაობის დროს
3
მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარების გაუმართაობის დროს
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში