# 961
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის იმყოფება:
1
მეორეხარისხოვან გზაზე
2
მთავარ გზაზე
3
ავტომაგისტრალთან გათანაბრებულ გზაზე
4
# 962
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
თუ გზაზე საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებულ საგზაო ნიშნის მოთხოვნებს მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:
1
სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნები
2
საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები
3
4
# 1089
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
მოტოციკლის, ავტობუსის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს:
1
რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს
2
რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი
3
რომელიც აკმაყოფილებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობას
4
# 1224
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც სმენადაქვეითებული მძღოლი მართავს?
1
მხოლოდ III
2
მხოლოდ II
3
მხოლოდ I
4
# 1340
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად
2
ბავშვების სავალ ნაწილზე გამოსვლის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ისინი ვალდებულები არიან მოიცადონ გზის სავალი ნაწილის კიდესთან და დაელოდონ ავტომობილის გავლას
3
4
# 1341
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა:
1
ბავშვებზე ყურადღების მიუქცევლად გააგრძელოს მოძრაობა რათა არ შეუმნას დაბრკოლება მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
2
მისცეს მხოლოდ ხმოვანი სიგნალი და შეუფერხებლად გააგრძელოს მოძრაობა
3
შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის
4
# 1379
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:
1
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
2
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3
აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
# 1572
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:
1
მხედველობის პირობებს
2
მოცემულ გზის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ მოთხოვნებს
3
თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობას
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება გასათვალისწინებელი არ არის