# 538 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას ვალდებულია თუ არა მოპედის მძღოლი გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას?
1 ვალდებულია
2 არ არის ვალდებული
3
4
# 543 სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს:
1 მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
2 მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
3 როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი
4
# 544 მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
ბილეთი #544
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს
2 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
3 მხოლოდ მობუქსირე ავტომობილის მძღოლს
4 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
# 553 ბუქსირება
ბილეთი #553
მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მობუქსირე ავტომობილის მძღოლს, ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ გზა მოყინულია?
1 ეკრძალება
2 არ ეკრძალება
3
4
# 556 ბუქსირება
სავალდებულოა თუ არა, ხისტი გადაბმით ბუქსირებისას, საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს მძღოლი, როცა გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას?
1 სავალდებულოა
2 არ არის სავალდებულო
3
4
# 561 ბუქსირება
ხისტი გადაბმით ბუქსირებისას მანძილი მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის უნდა შეადგენდეს არა უმეტეს:
1 4 მეტრს
2 5 მეტრს
3 6 მეტრს
4
# 562 ბუქსირება
აკრძალულია ხისტი ან მოქნილი გადაბმით იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება, რომლის:
1 კვების სისტემის ჰერმეტულობა დარღვეულია
2 საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია
3 საავარიო შუქსიგნალიზაცია გაუმართავია
4
# 564 მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
თუ უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, მისი ბუქსირება:
1 აკრძალულია
2 დასაშვებია
3
4
# 566 ბუქსირება
ბუქსირება დასაშვებია:
1 მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება
2 მოქნილი გადაბმით, როცა გზები მოყინულია
3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი
4
# 568 მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს:
1 საგაბარიტო სინათლეები
2 ახლო განათების ფარები
3 საავარიო შუქსიგნალიზაცია
4